როგორც „რეგინფოს“ ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ განუცხადა, სამი სოფელი მთლიანად, ხოლო ორი ნაწილობრივ დაისეტყვა. მისივე ინფორმაციით, უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.
„კომისიის დაათვალიერებს და გამოყოფს იმ ტერიტორიებს, რომლებიც შემდეგ უნდა აღიწეროს. ზარალის შეფასება სამი დღეში დაიწყება. ამ დროისთვის გამოჩნდება, დაზიანების რა ხარისხია ამა თუ იმ უბანში“, – განაცხადა ლევან გორგილაძემ.